hidden text
hidden text
E y e w i t n e s s   S t u d i o





 

ჩვენი მისია

არასათმთავრობო ორგანიზაცია გოუ ჯგუფი (Go Group) პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა ჯგუფმა 2009 წელს დააფუძნა და ძირითადად საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში წარმართავს თავის საქმიანობას.

ჩვენი მისია საზოგადოებაში უფრო ღრმა და ინფორმირებული დიალოგის გაძლიერებაა, განსაკუთრებით დედაქალაქს მოშორებულ რეგიონებში, სადაც იშვიათად მოიძებნებიან ისეთი ლიდერები, რომლებიც არსებულ მწვავე საკითხებზე აიმაღლებენ ხმას.

ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს ტელე, რადიო და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს შორის და ამ ”საინფორმაციო ქსელში” აქტიურად ვრთავთ რიგითი მოქალაქეებს– 'მოქალაქე რეპორტიორებს' სხვადასხვა რეგიონებიდან. ეს ადამიანები ერთგვარი "სწრაფი რეაგირების ძალად" გვევლინებიან და საზოგადოებას ალტერნატიული ინფორმაციით უზრუნველყოფენ.

ჩვენი ძირითადი მიზნები:

  • საზოგადოებისთვის, მათ შორის უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ახალ რეალობებზე რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
  • არსებული სტერეოტიპებისა და მითების შეცვლა მტკივნეულ და საკამათო თემებზე ინფორმაციის გავრცელებითა და ღია დიალოგის წარმოებით;
  • ძალადობის შემდგომი მშვიდობის მშენებლობის პროცესის გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების გაცნობიერება;
  • კავკასიაში ეთნიკურ უმცირესობათა შორის არსებული პრობლემების შემსუბუქება, რომელსაც ხშირ შემთხვევაში რეალური და სანდო ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს.

ჩვენს მუშაობას საფუძვლად უდევს ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებით კი კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანებისა, იმ მიზნით, რომ გამოიკვეთოს საერთო თვალსაზრისი საკვანძო პრობლემებზე. მისიად მივიჩნევთ ახალი სამოქალაქო ლიდერების მოძიებასა და მათ მხარდაჭერას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს მმართველობის გაუმჯობესებას, მასში ადგილობრივი მოსახლეობისა და უმცირესობების ჩართვას და საბოლოო ჯამში - უფრო სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს მიღეწევას რეგიონში.

 

 

 

hidden text
hidden text
GO Group
Registration No: 204566317
9 Alslanidi Str.Tbilisi 0171, Georgia. Tel: (995 32) 365433,
email: eyestudio@gogroupmedia.net