hidden text
hidden text
E y e w i t n e s s   S t u d i o
 


ძალიან კარგია 11 შვილი რომ გყავს, მაგრამ ალბათ შესაბამისი პირობებიც უნდა გქონდეს, როცა მათ აჩენ... ძნელია ალბათ თერთმეტივეს სათანადო ყურადღება მიაქციო. წარმატებებს ვუსურვებ ამ ოჯახს. ფილმის ავტორს რაც შეეხება, მართლაც საინტერესო ამბავია და ძალიან კარგად არის გადმოცემული.
მაია ფილმის „თერთმეტი ბავშვი“ შესახებ


უმეტესად ჩვენ, ჟურნალისტები ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ და ერთსა და იმავე საკითხებზე ვმუშაობთ. ამ ფილმების ნახვის შემდეგ გავაცნობირე რომ ეს ადამიანები თემების შერჩევაში გვჯობიან
ნინო ჭაბაშვილი, ჟურნალისტი


რამდენი ნიჭიერი და მონდომებული ადამიანია საქართველოში, მაგრამ მათი აღმოჩენა არის აუცილებელი და დაფასება
მაყურებელი natia ფილმის „ოთხმოცი კილომეტრის გარბენა ყოველდღე“ შესახებ



შეგიძლია ერთი, თუნდაც ათწუთიანი ფილმით გაცილოებით ბევრი თქვა, ვიდრე ერთი ვრცელი სტატიით; რამდენი საინტერესო თემაა ირგვლივ; რამდენი რამე გვრჩება ყურადღების მიღმა, რამდენი საინტერესო ადამიანია ჩვენს ირგვლივ... ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ ბევრი თუ არა, ცოტა მაინც შეიცვალოს უკეთესობისკენ. მთავარია ყურადღება არ მოვადუნოთ, წვიმისა და ქარის არ შეგვეშინდეს და ქუჩაში გასვლა არ დაგვეზაროს
ნინო ნარიმანიშვილი, რედაქტორი, ქ. ახალციხე, სამცხე–ჯავახეთი, საქართველო
 


ფილმი მართლაც შესანიშნავია. ყველაფერი საოცარი სიზუსტით არის გაკეთებული: არც ერთი გაზვიადებული და გაწელილი მომენტი, ფილმის ყურების შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სრულმეტრჟიან ფილმს ვუყურე... და ამ ხალხის სასაუბრო ენა– საოცარი და უნიკალურია– ისინი საუბრობენ სრულიად თავისუფლად! ფრაზების მიღმა კი მთელი მათი განვლილი ცხოვრება ჩანს...
ბლოგერი magicrace, ფილმის „მოხუცი და მაწონი“ შესახებ
  


ხშირად, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები ტელევიზორს უყურებენ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა უჩნდებათ. გვსაყვედურობენ, რომ ესა თუ ის საკითხი საკმარისად არ იყო გაშუქებული ან მათთვის უფრო მნიშვნელოვან თემებს არ შევეხეთ და ა.შ. ეს პროექტი კი საშუალებას აძლევს ამ ადამიანებს თავად ჩაერთონ პროცესში, გახდნენ რეპორტიორები და გააშუქონ მათ ირგვლივ მიმნდინარე მოვლენები და არსებული პრობლემები ისე, როგორც ამას თვითონ ხედავენ
გოჩა ხუნდაძე, ჟურნალისტი, თბილისი, საქართველო  


 
ეს პროექტი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ინფორმაციას პირველი წყაროდან ვიღებთ. შეიძლება მოქალაქე–რეპორტიორების მიერ გადაღებული მასალები არ იყოს ყოველთვის პროფესიონალურ დონეზე გადაღებული, მაგრამ სამაგიეროდ, ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი – რეალურ ისტორიებზე დაყრდნობილი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია
გვანცა გომიაშვილი, მე–IX კლასის მოსწავლე, გორი, შიდა ქართლი, საქართველო
 


იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის საშუალებით მოსახლეობა უფრო მეტ და ზუსტ ინფორმაციას მიიღებს ქისტების რეალური ცხოვრების, რელიგიის, ადათების შესახებ და დაინგრევა ყველა ის მითი, რაც საზოგადოებაში არსებობს და სინამდვილეს სრულიად არ შეესაბამება. სტუდენტობის პერიოდში თბილისში ვცხოვრობდი და მახსოვს, როდესაც ჩემი ეროვნების (ქისტი) შესახებ შეიტყობდნენ, ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით მიყურებდნენ. აუცილებელია, რომ ხალხმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს ჩვენზე და გვიცნობდნენ ისეთებს, როგორებიც სინამდვილეში ვართ
ზვიად აჭიშვილი, არასამთავრობო ორგნიზაციის წარმომადგენელი, პანკისის ხეობა, კახეთი, საქართველო

 
     

 

hidden text
hidden text
GO Group
Registration No: 204566317
9 Alslanidi Str.Tbilisi 0171, Georgia. Tel: (995 32) 365433,
email: eyestudio@gogroupmedia.net