hidden text
hidden text
E y e w i t n e s s   S t u d i o
margarita მარგარიტა ახვლედიანი, დირექტორი / მთავარი რედაქტორი

margarita@gogroupmedia.net
2009 წლის თებერვალში მარგარიტა ახვლედიანმა ტომას დე ვაალთან და მარიამ ბეთლემიძესთან ერთად დააფუძნა გოუ ჯგუფი (GO Group), რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. ასევე არის გოუ ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტის 'თვითმხილველი' მთავარი რედაქტორი. ოცი წლის განმავლობაში, კავკასიაში სამოქალაქო ომებისა და ეთნიკური კონფლიქტების პერიოდში, მარგარიტა სამხედრო რეპორტიორად, პროდიუსერად და რედაქტორად მუშაობდა. 2001-2008 წლებში გახლდათ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი, ყოველკვირეული ინტერნეტ გამოცემის Caucasus Reporting Service (CRS) რედაქტორი. ამჟამად, კითხულობს ლექციებს კონფლიქტების გაშუქების, ჟურნალისტური ეთიკისა და მედია მენეჯმენტის საკითხებზე საქართველოს საზოგადოებრივი მეცნიერების ინსტიტუტში (GIPA) . 2006 წელს მან მოიპოვა სტენდფორდის უნივერსიტეტის სტიპენდია (Knight Fellowship for Professional Journalists) და ერთი წელი გაატარა სტენდფორდში. 2007 წლის შემოდგომაზე, მარგარიტა კვლავ გაემგზავრა ამერიკაში, ამჯერად როგორც პროფესორ ფრენკ ოხბერგის სახელობის დარტ ცენტრის (Dart Center for Journalism and Trauma) თანამშრომელი.
თომას დე ვაალი, GO Group-ის თანადამფუძნებელი

tdewaal@c-r.org
თომას დე ვაალი, მწერალი და ანალიტიკოსი. სპეციალიზირებულია კავკასიის, რუსეთისა და შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე. ამჟამად, ბრიტანეთის დამოუკიდებელი საკონსულტაციო და შუამდგომლობითი ორგანიზაცია Conciliation Resources -ის მკვლევარი და ანალიტიკოსია. ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის (Oxford University Press) დაკვეთით წერს წიგნს კავკასიაზე. 2009 წლის თებერვალში თომას დე ვაალმა მარგარიტა ახვლედიანთან და მარიამ ბეთლემიძესთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია გოუ ჯგუფი (GO Group). 2002-2008 წლებში თომას დე ვაალი მუშაობდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) კავკასიის პროგრამის რედაქტორად, სადაც ის პასუხისმგებელი იყო სამხრეთ კავკასის პროექტებზე და IWPR-ის ყოველკვირეულ ინტერნეტ ბიულეტენზე (Caucasus Reporting Service). ოქსფორდის Balliol College-ის რუსულ და თანამედროვე ბერძნულ ენებში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ თომასი მუშაობდა BBC-ს მსოფლიო სამსახურში (BBC World Service) ლონდონში. 1993-97 წლებში თომასი იყო მოსკოვში Moscow Times-ის, ლონდონის The Times-ის და The Economist-ის რეპორტიორი რუსეთის პოლიტიკის და ჩეჩნეთის მოვლენების საკითხებში. თომასმა კარლოტა გალთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი "ჩეჩნეთი, გამარჯვებული პატარა ომი" (Pan, 1997 and NYU Press, 1998), რომელიც ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენების ამსახველი პირველი ვრცელი ინგლისურენოვანი წიგნია. ის აგრეთვე არის ავტორი წიგნისა ”შავი ბაღი: სომხეთი და აზერბაიჯანი ომსა და მშვიდობას შორის” (NYU Press, 2003).   margarita
margarita დავით ფიფია, რედაქტორი

david.pipia@gogroupmedia.net

დავით ფიფიამ გოუ ჯგუში მუშაობა მისი დაარსების პირველივე დღეს დაიწყო. ის არის რედაქტორი და პასუხისმგებელია სტუდია 'თვითმხილველის' მიერ წარმოებულ მასალებზე. პარალელურად მუშაობს ტელეკომპანია რუსთავი 2–ის დილის გადაცემის მემონტაჟედ. გოუ ჯგუფში მოსვლამდე  მუშაობდა ასოციაცია "სტუდია რე'–ში, სადაც მემონტაჟე–ოპერატორის და რეჟისორის თანამდებობა ეკავა. ამჟამად, მას აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივ და რეგიონალურ ტელერადიო კომპანიებში. დავითმა ოპერატორად მუშაობა 16 წლის ასაკში მშობლიური ქალაქის, ზუგდიდის ტელეკომპანია "ოდიშში" დაიწყო. ასევე იყო მედია ორგანიზაცია "ათინათის" ფოტო–ვიდეო განყოფილების ხელმძღვანელი. მან სწავლა ქ.ზუგდიდის უმღლეს სასწავლებელში ეკონომიკის ფაკულტეტზე დაიწყო, მაგრამ მელე მიხვდა, რომ ეკონომიკა მისი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა და განათლების მიღება ქ. თბილისის ტელერადიო კორპორაციის ტელერადიო ინსტიტუტში ტელერეჟისურის ფაკულტეტზე გააგრძელა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობდა სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებში.

მაკა ცნობილაძე, დირექტორის თანაშემწე კომუნიკაციისა და ადმინისტრაციის საკითხებში

maka.tsnobiladze@gogroupmedia.net
margarita
მაკა ცნობილაძემ გოუ ჯგუფში მუშაობა ორგანიზაციის დაარსების პირველი დღიდანვე დაიწყო , როგორც დირექტორის თანაშემწემ კომუნიკაციისა და ადმინისტრაციის საკითხებში . გოუ ჯგუფში მოსვლამდე ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამის ოფისის და კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი კარიერა საქართველოს საინფორმაციო სააგენტო საქინფორმში დაიწყო, სადაც ფოტოინფორმაციის განყოფილების გამომშვებ-რედაქტორად მუშაობდა. ამჟამად, მას აქვს 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

 

 

 

 

 

hidden text
hidden text
GO Group
Registration No: 204566317
9 Alslanidi Str.Tbilisi 0171, Georgia. Tel: (995 32) 365433,
email: eyestudio@gogroupmedia.net