hidden text
hidden text
E y e w i t n e s s   S t u d i o

 

 

"თვითმხილველის" გავლენა მოვლენებზე

სტუდია "თვითმხილველი" მიზანად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას და მათი ყურადღების მიპყრობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამართალი, თავისუფლება და ადამიანთა უფლებების დაცვა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

სტუდია "თვითმხილველი" ჟურნალისტთა და საზოგადოების წარმომადგენელ 'მოქალაქე რეპორტიორთა' ქსელია, რომელიც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისა და მულტიმედიის საშუალებით ასახავს ადგილობრივ  და ინდივიდუალურ დონეზე მომხდარ თუ მიმდინარე რეალურ ცხოვრებისეულ ისტორიებს და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მედიის ინტერესის მიღმა რჩება ან პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების გამო რეალური სურათის მხოლოდ ნაწილს წარმოაჩენს.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი ხმის მიწვდენა ფართო საზოგადოებისათვის. მათ შორის იმ ადამიანებმაც, რომლებსაც სამწუხაროდ, როგორც წესი, იშვიათად ეძლევათ ამის საშუალება. ესენი არიან: სოციალურად დაუცველი, მარგინალური ჯგუფები, უმცირესობის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, ქალები.

ჩვენს მუშაობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონტრიბუციები თემებზე: სამართალი, თავისუფლება, ადამიანთა უფლებები, ეკონომიკური განვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

 

ნებისმიერ აქტიურ და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებას შეუძლია ჩაერთოს პროექტში და გახდეს "მოქალაქე-რეპორტიორი".

ყველა ადგილზე აკრედიტებულ "მოქალაქე-რეპორტიორს" ჩაუტარდება საბაზისო ტრენინგი კამარესთან მუშაობასა და ვიდეო გადაღების ძირითად მეთოდებზე.

თითოეულა ავტორს გადაეცემა ჰონორარი 100 ევროს ოდენობით.

 

სტუდიის ვებ-გვერდზე ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ვიდეო მასალის ჩატვირთვა მარჯვენა კუთხეში მოცემული "Upload video"- ს მეშვეობით. აკრძალულია ძალადობისა და დისკრიმინაციის ამსახველი ვიდეო მასალების განთავსება.

სტუდია "თვითმხილველი" სულ მალე ინტერნეტზე დაფუძნებულ "ხალხის ტელევიზიად" გადაიქცევა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში ინტერნეტი არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, სტუდია გეგმავს საკუთარი ფილმების ჩვენების მოწყობას სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. ასევე გაავრცელებს DVD დისკებს და უზრუნველყოფს ფილმების ჩვენებას ადგილობრივი ტელევიზიების საშუალებით.

ვებ-გვერდი ამზადებს ყოველკვირეულ დაიჯესტს სიახლეების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ხელმომწერთათვის. თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი ხელმომწერი დარეგისტრირდით მთავარ გვერდზე შემდეგი ბმულის საშუალებით: Free Email Notification.


 

profile
 

 

 

hidden text
hidden text
GO Group
Registration No: 204566317
9 Alslanidi Str.Tbilisi 0171, Georgia. Tel: (995 32) 365433,
email: eyestudio@gogroupmedia.net